ლიმონის კუბები
ლიმონის კუბები
ინგრედიენტები
9 ნაჭერი, მომზადების დრო 90 წუთი
160 გ ფქვილი
20 გ შაქარი
100 გ კარაქი
მწიკვი მარილი
1 კვერცხის გული
4 კვერცხი
200 გ შაქარი
160 მლ ლიმონის ახალდაწურული წვენი
60 მლ რძე
35 გ ფქვილი
მომზადების ინსტრუქცია
გააცხელეთ ღუმელი 170°ზე.
საცხობ ყალიბში 20×20 სმ ჩააფინეთ პერგამენტი.
საკვების პროცესორში დააქუცმაცეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და კარაქი. დაუმატეთ კვერცხის გული და ისევ დაატრიალეთ, უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა, რომელსაც მჭიდროდ ჩატკეპნით საცხობ ყალიბში. აცხვეთ 25-30 წუთი ან ვიდრე არ გაოქროსფერდება.
სანამ ნამცხვრის ძირი ღუმელშია, მივხედოთ კრემს. შაქარი და კვერცხო ათქვიფეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, რძე და ბოლოს ფქვილი. კარგად გადათქვიფეთ. მასა თხელია, ასეც უნდა იყოს.
გამოიღეთ ყალიბი ღუმლიდან, გააგრილეთ მხოლოდ 5 წუთი და დაასხით კრემი. შეაბრუნეთ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი ან ვიდრე მასა არ გამყარდება.
გააგრილეთ მინიმუმ 4 საათი, მოაყარეთ შაქრის პუდრი და დაჭერით კუბებად.
გემრიელად მიირთვით.
მომზადების ეტაპები