ავოკადოს ვეგანური ბრაუნი
-
40 წუთი
-
საშუალო
-
9
ინგრედიენტები
250 გ მწიფე ავოკადოს რბილობი
70 გ ზეთი (ჩვენ გამოვიყენეთ ზეითუნის)
120 მლ მცენარეული რძე (ნუში იდეალურია)
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი ან პასტა
150 გ ფქვილი
50 გ კაკაო
180 გ ქოქოსის შაქარი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივითაც)
1 ჩ/კ საცხობი პუდრი
2 მწიკვი მსხვილი მარილი
½ ჭიქა თხილეული და ¼ ჭიქა შოკოლადის ნატეხები
მომზადების ინსტრუქცია
გააცხელეთ ღუმელი 180°-ზე საცხობ ყალიბში 22X22 სმ ჩააფინეთ პერგამენტი. ავოკადო, ზეთი, რძე და ვანილი დააბლენდერეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მშრალი ინგრედიენტები გაცერით და შეურიეთ ავოკადოს მასას. მოურიეთ ნიჩბით, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
სურვილისამებრ, შეურიეთ დაჭრილი და მოხალული თხილეული და შოკოლადის ღილები. გადაიტანეთ საცხობ ყალიბში და აცხვეთ 25-30 წუთი.
გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!