ჩილი წიწაკა
რაოდენობა: 4-5 ც.
პროდუქტი
პლანტას გამორჩეულად არომატული ჩილი წიწაკა-ჩირაჩა.
იდეალურია სოუსების მოსამზადებლად, სალათებისა და სხვადასხვა კერძის გასამრავალფეროვნებლად.
ამ ჯიშის სიცხარის მაჩვენებელი (SHU) მერყეობს 25,000-დან 40,000-მდე.
სასარგებლო თვისებები
ცხარე წიწაკა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია. ის განსაკუთრებით უხვად შეიცავს C ვიტამინს. ასევე, მდიდარია A, B და E ვიტამინებით. ის ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს წნევას.
წითელი ცხარე წიწაკა, რომელიც მწვანე ცხარე წიწაკაზე უფრო გვიან იკრიფება, უფრო მდიდარია C ვიტამინითა და სხვა სასარგებლო ნუტრიენტებით.
თუმცა, ცხარე წიწაკას ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია. მას შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ წვის შეგრძნება პირის ღრუში, არამედ უფრო სერიოზული პრობლემებიც, როგორიცაა მუცლის ტკივილი, მტკივნეული დიარეა და კრუნჩხვებიც კი. ამიტომ, ცხარე წიწაკის მოხმარებისას აუცილებელია ზომიერება და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა
მოსავლის კალენდარი
- იანვ
- თებ
- მარ
- აპრ
- მაი
- ივნ
- ივლ
- აგვ
- სექტ
- ოქტ
- ნოე
- დეკ