ვაშლის ნამცხვარი

  • 60 წუთი
  • საშუალო

ვაშლის ნამცხვარი

  • 60 წუთი
  • საშუალო

ინგრედიენტები

400 გ ვაშლი
1 ლიმონის წვენი
4 კვერცხი
მწიკვი მარილი
200 გ კარაქი
160 გ შაქარი
300 გ ფქვილი
2 ჩ/კ კაკაო
1 ჩ/კ საცხობი პუდრი
1 ჩ/კ ვანილიანი შაქარი
1 ჩ/კ დარიჩინი
50 მლ ნაღები
90 გ შოკოლადი

მომზადების ინსტრუქცია

გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.

კვერცხის ცილა და გულები გავაცალკეოთ, ცილა ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად ფაფუკი მასის მიღებამდე.
ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, შემდეგ კი ამოყვანილი ცილა.

მშრალი ინგრედიენტები გავაერთიანოთ და დავაცრათ კვერცხიან მასას, ავურიოთ და დავამატოთ ნაღები, შემდეგ წვრილად დაჭრილი შოკოლადი.

ვაშლი გავთალოთ, გავჭრათ ოთხად და ამოვაცალოთ გული, მეოთხედები დავჭრათ პატარა კუბებად, მოვასხათ ლიმონის წვენი.
დაჭრილი ვაშლიც შევურიოთ ცომს.

საცხობ ყალიბს შევასხათ ცხიმის სპრეი ან ფუნჯით წავუსვათ დამდნარი კარაქი. ჩავდოთ კექსის ცომი და გადავასწოროთ, გამოვაცხოთ 50-60 წუთი ან ვიდრე ხის წკირი მშრალი არ ამოვა ჩარჭობისას.

გაგრილებული კექსი ამოვიღოთ ყალიბიდან და მოვამზადოთ ლიმონის მინანქარი – შაქრის პუდრს შევურიოთ ლიმონის რამდენიმე წვეთი, უნდა მივიღოთ პასტისებრი მასა, გადავასხათ კექსს და გემრიელად მივირთვათ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები