ჩერის კრამბლი
-
60 წუთი
-
საშუალო
-
4
ინგრედიენტები
500 გ ჩერი პომიდორი
1 ჩკ ძმარი
2-3 მწიკვი მარილი
მწიკვი შავი პილპილი
1 სკ ზეითუნის ზეთი
რეჰანის/ბაზილიკის ფოთლები
კრამბლი:
100 გ ცეხვილი ფქვილი (ან თეთრი)
60 გ ცივი კარაქი
30 გ გახეხილი პარმეზანი
¼ ჩკ შაქარი
¼ ჩკ მსხვილი მარილი
½ ჩკ ხმელი ორეგანო
მომზადების ინსტრუქცია
გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე.
კერამიკის ყალიბში ჩაყარეთ გარეცხილი, გამშრალი ჩერი პომიდვრები. მოასხით ძმარი, ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, რეჰანი.
მოამზადეთ კრამბლი: ჯამში აურიეთ ყველა ინგრედიენტი და ხელით გააფხვიერეთ, უნდა მიიღოთ ქვიშისებრი მასა, რომელსაც მოაყრით პომიდვრებს და გამოაცხობთ 40-50 წუთი ან ვიდრე ზედაპირი არ გახდება ოქროსფერი.
გემრიელად მიირთვით!