Tomatokeftedes – პომიდვრის მობრაწული ხემსი საბერძნეთიდან.

  • 4
  • 30 წუთი წუთი
  • მარტივი

Tomatokeftedes – პომიდვრის მობრაწული ხემსი საბერძნეთიდან.

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

500 გ ვარდისფერი პომიდორი (3 საშუალო)
1 ჩ/კ ბალზამირებული ძმარი (ან სხვა ძმარი)
1 საშუალო თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
2 ღერო რეჰანი
4 ღერო ოხრახუში
2 მწიკვი ხმელი ორეგანო
200 გ ყველი ფეტა
1 ჭიქა ფქვილი
1 ჩ/კ საცხობი პუდრი (გამაფხვიერებელი)
მარილი, პილპილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად

სოუსის მოსამზადებლად დააბლენდერეთ:
½ მწიფე ავოკადო,
4 ს/კ მაწონი,
½ ლიმონის წვენი და მწიკვი მარილი.

 

მომზადების ინსტრუქცია

პომიდორი დაჭერით პატარა კუბებად, მოათავსეთ მოზრდილ ჯამში თავის წვენთან ერთად, ხახვი გახეხეთ მსხვილ სახეხზე (გადაწურეთ ზედმეტი სითხე, თუ მოიყენა) და გააერთიანეთ პომიდორთან, იქვე ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი, ძმარი, მარილი და პილპილი. აურიეთ და დატოვეთ 10 წუთი.
ხელით დაფშვენით ფეტა, ჩაყარეთ პომიდვრის ჯამში, ჩაყარეთ ფქვილი და საცხობი პუდრიც, აურიეთ, უნდა მიიღოთ საშუალო სისქის მასა. საჭიროებისამებრ დაუმატეთ ცოტა ფქვილი.
გააცხელეთ ზეთი, სუფრის კოვზით ამოიღეთ ცომი და მეორე სუფრის კოვზის დახმარებით მიეცით ფორმა, შეწვით ორივე მხრიდან, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.
შემწვარი მაჭკატები შეაშრეთ ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთი რომ შეიშროს.

მიირთვით თბილი მაჭკატები სოუსთან ერთად.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები