სიმინდის წვნიანი

  • 4
  • 40 წუთი წუთი
  • მარტივი

სიმინდის წვნიანი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

4 სიმინდი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 თავი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
3 საშუალო კარტოფილი
1 ჩ/კ ზაფრანა
1 ჩ/კ პაპრიკა
2 მწიკვი დაღერღილი წითელი წიწაკა
მარილი გემოვნებით
1 ჭიქა მცენარეული ან ნედლი რძე

მომზადების ინსტრუქცია

ქვაბით გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი.
3 სიმინდის ტაროს ჩამოათალეთ მარცვლები და დაამატეთ ქვაბში.
ტაროები ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1 ლიტრამდე წყალი და მოხარშეთ – ამ ნახარშს გამოვიყენებთ წვნიანის გასათხელებლად.
მოშუშეთ სიმინდი და დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ სანელებლები. დაასხით ნახარში, ქვაბს დაახურეთ ხუფი და მოხარშეთ მზადყოფნამდე.
მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ და დაამატეთ რძე, სასურველი კონსისტენციის მისაღებად.
მეოთხე სიმინდის მარცვლები შეწვით ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა, მოაყარეთ წვნიანს ქინძის და ოხრახუშის ფოთლებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები