სიცილიური კაპონატას სენდვიჩი

  • 4
  • 50 წუთი
  • საშუალო

სიცილიური კაპონატას სენდვიჩი

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

2 მომცრო ბადრიჯანი

600 გ წითელი ჩერი პომიდორი

3 ს/კ ზეითუნის ზეთი

½ თავი ხახვი

1 ჩ/კ ტომატის პასტა

3-4 კბილი ნიორი

1 ნიახურის ღერო

4 ფერადი ტკბილი წიწაკა

½ ცხარე წიწაკა

⅓ ჭიქა მწვანე უკურკო ზეთისხილი

2 ს/კ კაპარი

½ ჩ/კ შაქარი

2 ს/კ ღვინის ძმარი ან ლიმონი

მარილი, პილპილი გემოვნებით

ოხრახუშის რამდენიმე ღერო

მომზადების ინსტრუქცია

ტაფაზე ზეთში მოშუშეთ ბადრიჯანი, შეაწითლეთ და ამოიღეთ ტაფიდან.

იმავე ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, წიწაკები და ნიახურის ღერო. დაუმატეთ ტომატის პასტა. შემდეგ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდვრები, შაქარი და შუშეთ მზადყოფნამდე. გასინჯეთ და შეუსწორეთ მარილი.

ტაფაშივე ჩაამატეთ ბადრიჯანი და წამოადუღეთ, სოუსის სისქე დაარეგულირეთ ანადუღარი წყლით საჭიროებისამებრ. პასტისთვის უფრო წვნიანი აჯობებს, სენდვიჩებისთვის – წვენის გარეშე.

სულ ბოლოს დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილები, კაპარი და დაჭრილი ოხრახუში.

პური გააფიცხეთ ტოსტერში, გადაუსვით რიკოტა ან ცოტაოდენ ლაბნესთან ერთად დაბლენდერებული ხაჭო, შემდეგ კი არომატული კაპონატა.

გემრიელად მიირთვით!

მომზადების ეტაპები

ტაფაზე ზეთში მოშუშეთ ბადრიჯანი, შეაწითლეთ და ამოიღეთ ტაფიდან.
ტაფაზე ზეთში მოშუშეთ ბადრიჯანი, შეაწითლეთ და ამოიღეთ ტაფიდან.
იმავე ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, წიწაკები და ნიახურის ღერო. დაუმატეთ ტომატის პასტა. შემდეგ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდვრები, შაქარი და შუშეთ მზადყოფნამდე. გასინჯეთ და შეუსწორეთ მარილი.
იმავე ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, წიწაკები და ნიახურის ღერო. დაუმატეთ ტომატის პასტა. შემდეგ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდვრები, შაქარი და შუშეთ მზადყოფნამდე. გასინჯეთ და შეუსწორეთ მარილი.
ტაფაშივე ჩაამატეთ ბადრიჯანი და წამოადუღეთ, სოუსის სისქე დაარეგულირეთ ანადუღარი წყლით საჭიროებისამებრ. პასტისთვის უფრო წვნიანი აჯობებს, სენდვიჩებისთვის - წვენის გარეშე. სულ ბოლოს დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილები, კაპარი და დაჭრილი ოხრახუში.
ტაფაშივე ჩაამატეთ ბადრიჯანი და წამოადუღეთ, სოუსის სისქე დაარეგულირეთ ანადუღარი წყლით საჭიროებისამებრ. პასტისთვის უფრო წვნიანი აჯობებს, სენდვიჩებისთვის - წვენის გარეშე. სულ ბოლოს დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილები, კაპარი და დაჭრილი ოხრახუში.
პური გააფიცხეთ ტოსტერში, გადაუსვით რიკოტა ან ცოტაოდენ ლაბნესთან ერთად დაბლენდერებული ხაჭო, შემდეგ კი არომატული კაპონატა.
პური გააფიცხეთ ტოსტერში, გადაუსვით რიკოტა ან ცოტაოდენ ლაბნესთან ერთად დაბლენდერებული ხაჭო, შემდეგ კი არომატული კაპონატა.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები