სამი აპეტაიზერი საახალწლო სუფრისთვის
-
მარტივი
-
სამი აპეტაიზერი საახალწლო სუფრისთვის
-
მარტივი
ინგრედიენტები
პომიდორი ტატამი
ნადუღის კრემი (ტკბილი წიწაკების ტერინის რეცეპტიდან)
ბეგქონდარა გასაფორმებლად
ბაღის კიტრი
ნადუღის კრემი + ფეტა
მინი ჩერი
კამა
მინი ჩერი
შებოლილი სულგუნი
მყარი სახეობის სულგუნი
მომზადების ინსტრუქცია
ტატამის კალათები
პომიდვრებს მოვაჭრათ თავები და პატარა კოვზის დახმარებით ამოვაცალოთ რბილობი.
საკონდიტრო ტომრის დახმარებით ჩავდოთ ნადუღის კრემი, რომელიც მოვამზადეთ ტკბილი წიწაკების ტერინისთვის და ცოტაოდენი მოვიტოვეთ ამ აპეტაიზერისთვის.
ან უბრალოდ მოვამზადოთ ხელახლა, მარტივად – საცერზე გავატაროთ ნადუღი და ავურიოთ კრემ ყველი, შევანელოთ სანელებლებით, პიტნით და ორეგანოთი. გავაფორმოთ სასურველი მწვანილით ან ბეგქონდარათი.
კიტრი ნადუღით
კიტრი დავჭრათ რგოლებად, ნადუღის კრემს დავამატოთ ფეტა და დავატრიალოთ ჩოპერში, საკონდიტრო ტომრის საშუალებით დავსვათ კრემი კიტრის ნაჭრებზე და ზემოდან დავალაგოთ მინი ჩერის ნაჭრები, მოვრთოთ კამით.
შემწვარი მინი ჩერი წკირებზე
ყველი დავჭრათ კუბებად, წკირებზე ავაგოთ ჩერისთან მონაცვლეობით და შევაწითლოთ გრილის ტაფაზე, სანელებლები მოვაყაროთ გემოვნებით.