პომიდვრის სალათა ნიგვზის პასტით და ყველით

  • 4
  • 15 წუთი წუთი
  • მარტივი

პომიდვრის სალათა ნიგვზის პასტით და ყველით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

ნიგვზის პასტა:

100 გ ნიგოზი
2 კბილი ნიორი
30 გ ქინძი
½ წითელი წიწაკა
1 ჩ/კ მსხვილი ზღვის მარილი
3 ს/კ ზეითუნის ზეთი

სალათა:

400 გ სხვადასხვა სახეობის პომიდორი (ვარდისფერი, რომაული და კოქტეილ პომიდორი
½ წითელი წიწაკა
200 გ ყველი სტრაჩატელა
2 მწიკვი მარილი და პილპილი
4-5 ჩ/კ ნიგვზის პასტა
ცოცხალი ან ხმელი ორეგანო
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ ვაშლის ძმარი

მომზადების ინსტრუქცია

ვამზადებთ ნიგვზის პასტას – ყველა ინგრედიენტს მოვათავსებთ საკვების პროცესორში და ვატრიალებთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ვინახავთ გამოყენებამდე ან 1 კვირამდე მაცივარში. (ამავე პასტას გამოვიყენებთ მომდევნო რეცეპტშიც).

სალათის ასაწყობად რგოლებად ვჭრით პომიდვრებს, ვალაგებთ სადღესასწაულო ლანგარზე, ვამატებთ სტრაჩატელას, ნიგვზის პასტას და დანარჩენ ინგრედიენტებს, მოვასხამთ ზეთს და ძმარს. გავაფორმებთ ორეგანოს ფოთლებით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები