ორზოს და ჩერის თბილი სალათა
ორზოს და ჩერის თბილი სალათა
ინგრედიენტები
1 ჭიქა მაკარონი ორზო
½ ხახვი
¼ ჭიქა ზეთისხილი
1 კბილი ნიორი
500 გ მინი ჩერი პომიდორი
50 გ ყველი (სულგუნი, ფეტა ან იმერული)
2-3 ღერო ოხრახუში
1/3 ჩ/კ ხმელი ბაზილიკი ან ორეგანო
მომზადების ინსტრუქცია
ორზო მოხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დროის მიხედვით, მარილწყალში.
ტაფაზე მოშუშეთ 1 კბილი გაჭყლეტილი ნიორი და ჩერი პომიდვრები, დაუმატეთ 2 მწიკვი მარილი, ბაზილიკი და შავი პილპილი. შუშეთ დაახლოებით 10 წუთი.
პარალელურად მოამზადეთ სოუსი კარგად აურიეთ ზეთი და ლიმონის წვენი.
გადაწურეთ ორზო და მოასხით სოუსის ნახევარი.
გადაიტანეთ ლანგარზე ან ღრმა თეფშზე, დაუმატეთ პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ზეთისხილი და პატარა კუბებად დაჭრილი ყველი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მოასხით დარჩენილი სოუსი, მსუბუქად მოურიეთ და მზადაა.
მიირთვით სანამ თბილია.
მომზადების ეტაპები