ნადუღის და ტკბილი წიწაკების ტერინი

  • 12
  • 90 წუთი
  • საშუალო

ნადუღის და ტკბილი წიწაკების ტერინი

  • 90 წუთი
  • საშუალო
  • 12

ინგრედიენტები

10 ცალი ტკბილი წიწაკა ტატაიოიო

10 ცალი მინი ტკბილი წიწაკა 

3 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი

6-7 ს/კ ზეთი

600 გ ნადუღი

180 გ კრემ-ყველი

მარილი, პილპილი გემოვნებით

ხმელი პიტნა და ორეგანო გემოვნებით

ნიგვზის პასტა:

100 გ ნიგოზი

2 კბილი ნიორი

30 გ ქინძი

½ წითელი წიწაკა

1 ჩ/კ მსხვილი ზღვის მარილი

3 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების ინსტრუქცია

მოვამზადოთ ბოსტნეული – ტკბილი წიწაკები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ფუნჯით გადავუსვათ ზეთი. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე 20 წუთი. ცხელივე გადმოვიტანოთ ჯამში და მჭიდროდ დავაფაროთ პლასტიკი, ასე გავაგრილოთ. როდესაც გაცივდება კანი მარტივად აძვრება. გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ თესლები და გავაცალოთ კანი, ნახევრები გავჭრათ შუაზე, სიგრძეზე.
ბადრიჯანი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ფუნჯით ორივე მხრიდან წავუსვათ ზეთი, შევწვათ ტაფაზე. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ნიგვზის პასტის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ საკვების პროცესორში და დავატრიალოთ, ამ პასტას ვიყენებთ პომიდვრის სალათის შესაკაზმადაც, რომლის რეცეპტიც უკვე გაგიზიარეთ.
ნადუღი გავატაროთ საცერზე ან დავაბლენდეროთ, რომ მიიღოს ნაზი ტექსტურა. შევურიოთ კრემ-ყველი და შევანელოთ სანელებლებით.
რულეტის ასაწყობად გვირგვინის ფორმის კექსის ყალიბში ჩავაფინოთ რამდენიმე ფენა პლასტიკი, ჩავალაგოთ ჯერ კანგაცლილი ტკბილი წიწაკები, შემდეგ ბადრიჯანი, ნადუღი, დარჩენილი ტკბილი წიწაკები, ნიგვზის პასტა და გადავაფაროთ ბადრიჯნის ნაჭრები. შევინახოთ მაცივარში რამდენიმე საათით.
მირთმევის წინ, გადმოატრიალეთ ლანგარზე და ააცალეთ პლასტიკი, მოაყარეთ ორეგანო და გემრიელად მიირთვით.

მომზადების ეტაპები

მოვამზადოთ ბოსტნეული - ტკბილი წიწაკები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ფუნჯით გადავუსვათ ზეთი.  გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე 20 წუთი.  ცხელივე გადმოვიტანოთ ჯამში და მჭიდროდ დავაფაროთ პლასტიკი, ასე გავაგრილოთ.  როდესაც გაცივდება კანი მარტივად აძვრება.  გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ თესლები და გავაცალოთ კანი, ნახევრები გავჭრათ შუაზე, სიგრძეზე.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები