მინი ჩერის პიცა

  • 6
  • 90 წუთი წუთი
  • საშუალო

მინი ჩერის პიცა

  • 90 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

250 გ ფქვილი
150 მლ წყალი
3 გ შაქარი
4 გ მომენტალური საფუარი
3 გ მარილი
10 მლ ზეითუნის ზეთი
სხვა მასალა:
300 გ ჩერი პომიდორი
300 გ მოცარელა ან ჭყინტი სულგუნი
ცოცხალი ბაზილიკი, ხმელი ბაზილიკი, მარილი, პილპილი

მომზადების ინსტრუქცია

ვიწყებთ ცომის მომზადებას – ფქვილს ჩავყრით მოზრდილ ჯამში და ვამატებთ შაქარს, საფუარს, გავაკეთებთ ღრმულს და ვასხამთ ნელ-თბილ წყალს, შემდეგ ზეთს. ვურევთ და ვზელთ ცომს, სულ ბოლოს ვაყრით მარილს. უნდა მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. გადავფუთავთ და ვინახავთ თბილ ადგილას, რომ მოცულობა გაორმაგდეს.
ვაცხელებთ ღუმელს 230 გრადუსზე. საცხობ ფირფიტასაც ვახურებთ ღუმელში. ცომის გუნდას გადმოვიტანთ სამუშაო მაგიდაზე და მოვამრგვალებთ. დავასვენებთ 10 წუთი, შემდეგ ხელით გაგვყავს, არ ვახმართ საბრტყელებელს. ვწელავთ და ვაბრტყელებთ ხელით. ქვეშ ვაყრით ბლომად ფქვილს, რომ არ მიიკრას.
პიცის აწყობას ვიწყებთ ლანგარზე, რომლითაც შემდეგ უნდა გადავაცუროთ საცხობ ფირფიტაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ცომის ქვეშ მოვაყაროთ საკმარისი ფქვილი, სასურველია სემოლინა, რომ არ მიიკრას და ადვილად გადაცურდეს.
გაბრტყელებულ ცომს მოვაყრით შუაზე გაჭრილ პომიდვრებს, მოცარელას, ბალიზიკს, მარილს, პილპილს, მოვასხამთ ზეთს და გავუშვებთ გამოსაცხობად.
გამომცხვარ პიცას ვაყრით ცოცხალ ბაზილიკს, ხმელ ბაზილიკს სურვილისამებრ და ზეითუნის ზეთს, რომელიც ზედმეტი არასდროსაა.
გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები