კიტრი აზიურად
კიტრი აზიურად
ინგრედიენტები
3 ბაღის კიტრი
2-3 ღერო მწვანე ხახვი
1 ჩ/კ სეზამის მარცვლები
არაქისის სოუსი:
2 ს/კ სოიოს სოუსი
1 ჩ/კ აგავის სიროფი ან თაფლი
1 ს/კ ვაშლის ძმარი
1 ს/კ სეზამის ზეთი
2 ს/კ არაქისის პასტა
2-3 მწიკვი ჩილის ფანტელი
მომზადების ინსტრუქცია
კიტრი დაჭერით აზიური ჩხირების დახმარებით, ცალი მხარე ჰორიზონტალური ჩაჭრით, მეორე კი ვერტიკალური, ბოლომდე არ უნდა ჩაიჭრას, ამაში გვეხმარება ჩხირები. ამ მეთოდით მიიღებთ ზამბარის ფორმის კიტრს და არომატული სოუსი მარტივად შეაღწევს კიტრის ყველა ნაჭერში.
სოუსის მოსამზადებლად ხელით ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი, უნდა მიიღოთ ემულსიის მსგავსი მასა. ჩაალაგეთ კიტრი და კარგად ამოსვარეთ სოუსში.
მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები.