ღია ლაზანია ჩერი პომიდვრებით

  • 1
  • 25 წუთი წუთი
  • მარტივი

ღია ლაზანია ჩერი პომიდვრებით

  • 25 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

2–3 ც ლაზანიას ფირფიტები
6–7 ც ჩერი პომიდორი
1–2 კბილი ნიორი
3–4 ს.კ.ზეითუნის ზეთი
ერთი მუჭა რუკოლა
2 ს.კ. კრემ-ყველი
1 ს.კ. ბაზილიკის პესტო
1–2 ს.კ. პარმეზანი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

ზეთში ვწვავთ პომიდორს და ნიორს მარილთან ერთად, სანამ პომიდორი ოდნავ არ დარბილდება და წვენს არ გამოუშვებს. მარილიან წყალში ვხარშავთ ლაზანიას ფირფიტებს (ალდანტე) და გადაგვაქვს ცივ წყალში ერთმანეთს რომ არ მიეკროს.

ლაზანიას აწყობა:

თეფშზე ვალაგებთ ფენა-ფენა: ლაზანიას ფირფიტა – რუკოლა – კრემ-ყველი – მოთუშული ჩერი პომიდორი და ნიორი – ცოტაოდენი პესტო – გახეხილი პარმეზანი. ვიმეორებთ კიდევ ერთ ფენას იგივე თანმიმდევრობით

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები