ჩერი პომიდვრის მარილიანი კექსი
-
40 წუთი წუთი
-
საშუალო
-
ჩერი პომიდვრის მარილიანი კექსი
-
40 წუთი
-
საშუალო
ინგრედიენტები
190 გ ფქვილი
10 გ საცხობი პუდრი (გამაფხვიერებელი)
½ ჩკ სოდა
½ ჩკ ორეგანო
½ ჩკ ბაზილიკი
½ ჩკ ნივრის ფხვნილი
½ ჩკ მარილი
65 გ ზეითუნის ზეთი
4 კვერცხი
125 გ გაწურული მაწონი ან ბერძნული იოგურტი
80 გ დაძველებული ყველი (ჩედარი ან გრუიერი)
80 გ ჩერი პომიდორი
60 გ შავი ზეთისხილი
2 ტოტი ჩერი გასაფორმებლად
მომზადების ინსტრუქცია
გააცხელეთ ღუმელი 175-180 გრადუსზე.
მოზრდილ ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები
მეორე ჯამში ათქვიფეთ ზეთი, კვერცხი, მაწონი. მასა ჩაასხით მშრალი ინგრედიენტების ჯამში და აურიეთ. მსუბუქად ურიეთ, ამ ტიპის ცომს ბევრი თქვეფა არ სჭირდება.
დაუმატეთ დაჭრილი ზეთისხილი, გახეხილი ყველი, ჩერი პომიდვრები, რომელსაც წინასწარ ამოაცლით რბილობს და გაჭრით ოთხად.
აცხვეთ 10 წუთი, გამოაღეთ ღუმელი და დაადეთ პომიდვრის ტოტები. გააგრძელეთ ცხობა 30-40 წუთი ან ვიდრე ხის წკირი მშრალი არ ამოვა კექსიდან.
მიირთვით თბილი.