ქინოას ნაირფერი სალათა
-
60 წუთი
-
საშუალო
-
4
ინგრედიენტები
½ ჭიქა ქინოა
300 გ ნაირფერი ჩერი
200 გ ტკბილი წიწაკა
300 გ მინი კიტრი
3 -3 ღერო მწვანე ხახვი და ოხრახუში
½ ჭიქა შავი ზეთისხილი
1 მუჭა პეკანი ან ნიგოზი
მარილი და პილპილი გემოვნებით
1 ლიმონის წვენი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
½ ჩ/კ დიჟონის მდოგვი
მომზადების ინსტრუქცია
ცივ წყალში დაალბეთ გარეცხილი ქინოა 30-60 წუთი. გამოუცვალეთ წყალი და მოხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დროის მიხედვით. გადაწურეთ და გააგრილეთ.
ბოსტნეული და მწვანილი დაჭერით სასურველ ზომებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ყველაფერი აურიეთ ერთ მოზრდილ ჯამში და მოასხით დრესინგი – ლიმონის წვენის, ზეთის და მდოგვის ნაზავი.
გემრიელად მიირთვით!