ტოსკანური რაგუ (ვეგანური ვერსია)

  • 4
  • 40 წუთი
  • საშუალო

ტოსკანური რაგუ (ვეგანური ვერსია)

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

1 ხახვი

2 სტაფილო

2 ნიახურის ღერო

2 დაფნის ფოთოლი

2-3 კბილი ნიორი

1 ს/კ ტომატის პასტა

3-4 ცალი ვარდისფერი პომიდორი

3-4 ღერო ბაზილიკი და ოხრახუში

1 ჩ/კ ხმელი ორეგანო

მარილი, პილპილი გემოვნებით

400 გ პასტ

მომზადების ინსტრუქცია

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახური და ნიორი. როდესაც დარბილდება ბოსტნეული, ვამატებთ ტომატის პასტას.

პომიდორი დავსეროთ და დავასხათ მდუღარე წყალი, ასე კანი მარტივად მოშორდება.

პარალელურად, მოვხარშოთ პასტა მარილწყალში. 

პომიდორი გავფცქვნათ და დავაბლენდეროთ, ჩავასხათ ტაფაში, დავუმატოთ მარილი, მწვანილები და სანელებლები, კარგად დავადუღოთ დაბალ ცეცხლზე. საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ პასტის ნახარშ წყალს.

რაგუს მოვასხამთ პასტას და გემრიელად მივირთმევთ.

მომზადების ეტაპები

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები