სტაფილოს და ტკბილი წიწაკის წვნიანი
სტაფილოს და ტკბილი წიწაკის წვნიანი
ინგრედიენტები
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ხახვი
1 სმ ჯანჯაფილი
2-3 კბილი ნიორი
800 კგ სტაფილო
200 გ ტკბილი წიწაკა ტატაიოიო
½ – 1 ჩ.კ მარილი
700 მლ ბოსტნეულის ნახარში ან წყალი
200 მლ ქოქოსის რძე
ნაღები, დაღერღილი წიწაკა და ცოცხალი მწვანილი გასაფორმებლად
მომზადების ინსტრუქცია
ხახვი და ნიორი დაჭერით, ჯანჯაფილი წვრილად გახეხეთ, ყველაფერი მოშუშეთ ზეითუნის ზეთში 10 წუთი, დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო და შუშეთ 10-15 წუთი. ქვაბშივე ჩაამატეთ დაჭრილი წიწაკა ტატაიოიო, დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5-10 წუთი, შემდეგ დაასხით ცხელი ნახარში ან წყალი, ქვაბს დაახურეთ ხუფი და მოხარშეთ ბოსტნეული მზადყოფნამდე.
ბოლო ეტაპია ქოქოსის რძის დამატება, პირველი წამოდუღებისთანავე ვაბლენდერებთ მასას, ხელის ბლენდერით ან მასა გადაგვაქვს ჭიქა ბლენდერში. შევუსწორებთ მარილს და ვასერვირებთ ნაღებით, მწვანილებით და წიწაკის ფანტელებით.
მომზადების ეტაპები