საახალწლო აპეტაიზერი

  • 4
  • 45 წუთი წუთი
  • მარტივი

საახალწლო აპეტაიზერი

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

350 გ ნადუღი
150 გ კრემყველი
1 ლიმონის ცედრა
მარილი, პილპილი, ხმელი პიტნა
1 კონა კამა
პლანტას ფერადი ტკბილი წიწაკები, ჩერი პომიდვრები და კიტრი.

მომზადების ინსტრუქცია

ნადუღი, კრემყველი, ლიმონის ცედრა, მარილი პილპილი და პიტნა აურიეთ მოზრდილ ჯამში. მასა გადაიტანეთ საკვებ პარკში და ხელით მიეცით ნაძვის ხის ფორმა, 30 წუთით შედეთ საყინულეში.
გარეცხეთ და კარგად გააშრეთ კამა, ფერადი ტკბილი წიწაკებისგან ამოჭერით ბურთები.
გაცივებული ნადუღის მასა ამოავლეთ დაჭრილ მწვანილში და დაუმაგრეთ ფერადი ბურთები. მიირთვით დაჭრილი ტკბილი წიწაკებით, კიტრით, ნაირფერი ჩერი პომიდვრით და ხრაშუნა პურებით.

მომზადების ეტაპები

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები