მჭადის ხრაშუნა კალათები ჩერი პომიდვრით

  • 6
  • 50 წუთი
  • საშუალო

მჭადის ხრაშუნა კალათები ჩერი პომიდვრით

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

500 გ ნაირფერი ჩერი

1 თავი ნიორი

ხმელი ქონდარი, მარილი, პილპილი, 2-3 ს/კ ზეითუნის ზეთი

 

მჭადისთვის:

160 გ სიმინდის ფქვილი

½ ჩ/კ საცხობი პუდრი

მწიკვი მარილი

100 გ არაჟანი

100 მლ წყალი

 

ყველის გულსართისთვის:

150 გ გაწურული მაწონი ან ბერძნული იოგურტი

40 გ გუდის ყველი

½ გამომცხვარი ნიორი

მწიკვი ქონდარი, მარილი საჭიროებისამებრ

მომზადების ინსტრუქცია

გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე.

პირველ რიგში გამოვაცხოთ ნიორი, რადგან ყველაზე მეტი დრო სჭირდება – გადავჭრათ თავი, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და გავახვიოთ ალუმინის ფურცელში, შევდოთ ღუმელში 40-50 წუთით.

 

ჩერი პომიდორი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოვაყაროთ ქონდარი, მარილი, პილპილი,  გადაჭრილი ნივრისგან დარჩენილი ნაწილები, მოვასხათ ზეთი და გავუშვათ ღუმელში 20-25 წუთით.

 

მოვზილოთ მჭადი მოცემული ინგრედიენტებით, ტარტის ყალიბებს წავუსვათ ცხიმი და გავანაწილოთ მჭადის მასა. კარგად ჩავტკეპნოთ და მოვარგოთ ყალიბს, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 20-30 წუთი ან ვიდრე არ დაიბრაწება.

 

მოვამზადოთ ყველის გულსართი – საკვების პროცესორში მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი და დავატრიალოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 

 

გულსართი გავანაწილოთ მჭადის კალათებში, შემდეგ მოვაწყოთ გამომცხვარი პომიდორი და გავაფორმოთ გუდის ყველის ნატეხებით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები