კიტრის და ავოკადოს სალათა

  • 3
  • 20 წუთი
  • მარტივი

კიტრის და ავოკადოს სალათა

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 3

ინგრედიენტები

2-3 ულუფა, მომზადების დრო 20 წუთი

დაგჭირდებათ:

1 პატარა ხახვი

½ ლიმონის წვენი

1 ჩ/კ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი

2 ჩ/კ ვაშლის ძმარი

1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

2-3 ღერო ოხრახუში, კამა და პიტნა

½ მწვანე წიწაკა

½ ჭიქა მოხარშული მუხუდო

2 კიტრი

1 ავოკადო

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

მუხუდოს მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მობრაწეთ ღუმელში 200°ზე, ვიდრე კნატუნა არ გახდება, 10-15 წუთი.

დაჭერით ხახვი რგოლებად, ჩაყარეთ მოზრდილ ჯამში და დაასხით ლიმონის წვენი, ზეთი, ძმარი, მდოგვი, მოაყარეთ მწვანილები, წიწაკა და კარგად აურიეთ.

გათალეთ და დაჩეჩქვეთ კიტრი, მოაყარეთ მარილი, რამდენიმე წუთით დადეთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს. შემდეგ გაწურეთ ხელით და ჩაყარეთ ხახვთან ჯამში. დაუმატეთ ავოკადოც და კარგად აურიეთ. 

მოაყარეთ კნატუნა მუხუდო, პიტნის ფოთლები და გემრიელად მიირთვით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები