იტალიური სალათა “პანტესკა”

  • 4
  • 40 წუთი
  • მარტივი

იტალიური სალათა “პანტესკა”

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

500 გ ჩერი პომიდორი

1 წითელი ხახვი

3 ს/კ ძმარი

3 საშუალო კარტოფილი

70 გ ზეთისხილი

2 ჩ/კ კაპარი

1 ჩ/კ ხმელი ორეგანო

2-3 ს/კ ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი გემოვნებით

რეჰანის ან ბაზილიკის ფოთლები გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

ხახვი დავჭრათ და დავასხათ ძმარი, ჩავყაროთ მოზრდილ ჯამში, ავურიოთ და გადავდოთ გამოყენებამდე.

ჩერი პომიდვრები გავჭრათ ორად და ჩავყაროთ ხახვიან ჯამში. დავუმატოთ ზეთისხილი, კაპარი, რეჰანი, მარილი და ამოვურიოთ.

მოხარშული, გაგრილებული და კანგაცლილი კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად. ჩავყაროთ პომიდვრებთან ჯამში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი და კარგად ამოვურიოთ. 

ნოყიერი და გემრიელი სალათა მზადაა!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები