ბადრიჯნის და ჩერი პომიდვრის ფერადი სალათა

  • 2
  • 30 წუთი წუთი
  • მარტივი

ბადრიჯნის და ჩერი პომიდვრის ფერადი სალათა

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

1 მოზრდილი ბადრიჯანი
300 გ. მინი ჩერი პომიდორი
50 მლ. ზეითუნის ზეთი
½ ლიმონის წვენი
30 გ. ყველი ფეტა ან ჭყინტი ყველი
20 გ. ნიგოზი
1 ჩ.კ. ბალზამირებული ძმრის სოუსი
მარილი/პილპილი გემოვნებით
ბაზილიკის/რეჰანის ფოთლები გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

ბადრიჯანი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ფუნჯის დახმარებით გადაუსვით ზეითუნის ზეთი ყოველი მხრიდან, გააცხელეთ გრილის ტაფა და დაბრაწეთ ბადრიჯნის ნაჭრები 3-3 წუთი, ორივე მხრიდან. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
დაჭერით ჩერი პომიდვრები, მოასხით ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.
სალათის ასაწყობად განიერ თეფშზე დაალაგეთ ბადრიჯნები, ზემოდან მოაყარეთ ჩერი პომიდვრები, დაფშვნილი ყველი და თხლად დაჭრილი ნიგოზი, გააფორმეთ რეჰანის და ბაზილიკის ფოთლებით. მოასხით ცოტაოდენი ბალზამირებული ძმრის სოუსი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები