ბოსტნეულის მინი ტარტები

  • 10
  • 45 წუთი
  • საშუალო

ბოსტნეულის მინი ტარტები

  • 45 წუთი
  • საშუალო
  • 10

ინგრედიენტები

300 გ ფენოვანი ცომი (არასამარხვო ვერსიისთვის გამოიყენეთ კარაქზე დამზადებული ცომი)
1 მომცრო ბადრიჯანი და ყაბაყი
2 ცალი რომაული პომიდორი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი
ცოცხალი ან ხმელი ორეგანო, ბეგქონდარა

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე.
ბოსტნეული დაჭერით თხელ რგოლებად.
ცომი ამოჭერით ჭიქის დახმარებით, ჩააფინეთ მაფინის ყალიბებში და დაუჩხვლიტეთ ძირი ჩანგლით. მონაცვლეობით ჩაალაგეთ დაჭრილი პომიდორი, ყაბაყი და ბადრიჯანი, მოასხით ზეთი და მოაყარეთ სანელებლები.

გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 30 წუთი, შემდეგი 10-15 წუთი კი აუწიეთ სიმხურვალეს 190 გრადუსამდე. აცხვეთ ვიდრე არ დაიბრაწება. ამ მეთოდით ბოსტნეულიც გამოცხვება და ცომიც კარგად დაიბრაწება.

არასამარხვო ვერსიისთვის შეგიძლიათ გააფორმოთ ყველის კუბებით, მოუხდება ფეტა ან ნაზი თხის ყველი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები