მინი ჩერი
რაოდენობა: ც.
პროდუქტი
პლანტას მინი ჩერი – ნაირფერი მიქსი ახლა უკვე ხუთი სხვადასხვა, პრემიალური ჯიშის მინი ჩერი პომიდვრის მიქსია.
ჩერი პომიდვრის ეს პრემიუმ ჯიშები, რომლებსაც ოვალური, პატარა ფორმა ახასიათებთ, წარმოდგენილია ულამაზესი ნაირფერი შეფერილობით: წითელი, მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და მუქი ყავისფერი. ეს პომიდვრები განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ახასიათებს ტკბილი გემო, შესანიშნავი არომატი, თხელი კანი და, რა თქმა უნდა, საუცხოო, მადისაღმძვრელი ფერები.
მინი ჩერი პომიდორი ჯანსაღი ხემსია, თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის. მინი ჩერი პომიდვრისგან ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი სალათები და სხვა კერძები. პლანტა ჩერი პომიდვრის კერძების მრავალფეროვან რეცეპტებს გთავაზობთ.
სასარგებლო თვისებები
ჩერი პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, რაც მნიშვნელოვანი ნუტრიენტი და ანტიოქსიდანტია. ჩერი პომიდორი ასევე მდიდარია ლიკოპენით, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს თრომბების წარმოქმნისა და იშემიური ინსულტის რისკებს. ლიკოპენი მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვისაც და განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოპოროზის რისკის მქონე ქალებისთვის.
ჩერი პომიდორი ასევე უხვად შეიცავს B და K ჯგუფის ვიტამინებს. ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს.
მოსავლის კალენდარი
- იანვ
- თებ
- მარ
- აპრ
- მაი
- ივნ
- ივლ
- აგვ
- სექტ
- ოქტ
- ნოე
- დეკ