ოთახის 15 მცენარე ჰაერის გასაფილტრად
3 წუთიანი საკითხავი
ოთახის 15 მცენარე ჰაერის გასაფილტრად

ოთახის ჰაერს შეიძლება იმაზე რამდენიჯერ მეტი წყარო აბინძურებდეს,  ვიდრე გარეთ. ამ დამაბინძურებლების შორის შეიძლება იყოს იატაკის ან ავეჯის ლაქი, იატაკის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, ჰაერის „გამწმენდი“ აეროზოლები და სხვა. ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ბენზოლს (benzene), ფორმალდეჰიდს (formaldehyde), ქსილენს (xylene) და ტრიქლოროეთილენს (trichloroethylene). გარდა ამისა, ქუჩიდან შემოღწეული გამონაბოლქვი ოთახში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე გარეთ. მით უმეტეს თუ ოთახი კარგად არ ნიავდება.

NASA-ს მიერ ჩატარებული ერთი კვლევის მიზანი იყო ისეთი მცენარეების შესწავლა, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე ჰაერს მარტივად და ეფექტიანად გაფილტრავდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ოთახის ბევრ მცენარეს შეუძლია.

გთავაზობთ ასეთ 15 მცენარეს, რომლებსაც ძალიან სასარგებლო თვისებები გააჩნიათ, მათი მოვლა კი მარტივია.

Aloe (ალოე)

ეს ადვილად მზარდი, მზის მოყვარული „წვნიანი“ მცენარე, ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდის და ბენზოლისგან, რომელებსაც შეიძლება ქიმიურ საწმენდი საშუალებები და საღებავები შეიცავდნენ. ალოე გონივრული არჩევანია მზიანი სამზარეულოს ფანჯრისთვის. გარდა ამისა, ალოეს სითხეს შეუძლია დაგეხმაროთ ჭრილობების და დამწვრობების მოშუშებაში.

Spyder Plant (ობობა მცენარე)

ფოთლებითა და პატარა თეთრი ყვავილებით მდიდარი ეს მცენარე ებრძვის ბენზოლით, ფორმალდეჰიდით, გაზით და ქსილენით გაჯერებულ ჰაერს, რაც გამოიყენება ტყავის, რეზინისა და პოლიგრაფიულ წარმოებაში.

Gerber Daisy (მოწითალო გვირილა)

ამ ლამაზ ყვავილოვან მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე. ის ეფექტიანად ფილტრავს ბენზოლს და ტრიქლოროეთილენს.

Snake Plant (გველი მცენარე)

ასევე ცნობილია როგორც „სიდედრის ენა“. ეს მცენარე საწმენდ და პირადი ჰიგიენის პროდუქტებში გავრცელებული ფორმალდეჰიდის ერთ-ერთი საუკეთესო ფილტრია. შეგიძლიათ მოათავსოთ აბაზანაში – ხარობს მცირე სინათლეში და ტენიან პირობებშიც.

Golden pothos (ოქროს პოთოსი)

ფორმალდეჰიდის კიდევ ერთი ძლიერი ფილტრი. ეს სწრაფად მზარდი ვაზისებრი მცენარე ქმნის მწვანე კასკადს. შეგიძლიათ ავტოფარეხში მოათავსოთ (სიბნელეშიც ხარობს), რადგან მანქანის გამონაბოლქვი სავსეა ფორმალდეჰიდით.

Chrysanthemum (ქრიზანთემა)

ამ მცენარის ფერად ყვავილებს შეუძლიათ გაცილებით მეტი სარგებელი მოგიტანოთ, ვიდრე სახლის ან მისაღების გალამაზებაა. ის ფილტრავს ბენზოლს, რომელსაც ხშირად შეიცავს წებო, საღებავი, პლასტმასი და სარეცხი საშუალებები. ქრიზანთემას უყვარს ნათელი შუქი, რაც ხელს უწყობს ყვავილის გახსნას, საუკეთესოა მისი მოთავსება მზიან ფანჯარასთან.

Red-edged dracaena (წითელ-გვერდა დრაკაენა)

„წითელ-გვერდას“ შეუძლია ჭერამდე გაიზარდოს. ეს მცენარე საუკეთესოა ჰაერის ქსილენის, ტრიქლოროეთილენის და ფორმალდეჰიდისგან გასუფთავებისთვის.

Weeping fig (მტირალა ლეღვი)

ამ მცენარეს თქვენი მისაღები შეუძლია გაფილტროს ისეთი დამაბინძურებლებისგან, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და ტრიქლოროეთილები. მოვლა შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ, როგორც კი მორწყვას და სინათლეს დაარეგულირებთ, მცენარე დიდხანს იცოცხლებს.

Azalea (აზალეა)

ეს ლამაზი აყვავებული მცენარე ებრძვის ფორმალდეჰიდს. მას  შეუძლია გადარჩენა ცივ გარემოშიც, თუ ნათელ ადგილას მოათავსებთ.

English ivy (ინგლისური სურო)

შეუძლია ჰაერი გაფილტროს ფორმალდეჰიდისაგან, რომელიც შედის სხვადასხვა საწმენდ საშუალებებში.

Warneck dracaena, Warneckii (ვარნეკ დრაკანეა)

ებრძვის იატაკის ლაქებსა და ზეთებში შემავალ დამაბინძურებლებს. ვარნეკი იზრდება ადვილად, პირდაპირი მზის შუქის გარეშეც. ზოლიანი ფოთლების სიმაღლეს შუძლია 3.6 მეტრს მიაღწიოს.

Chinese evergreen (ჩინური მარადმწვანე)

ეს ადვილად მოსავლელი მცენარე დაგეხმარებათ გაფილტროთ ჰაერი სხვადასხვა დამაბინძურებლებისაგან. დროთა განმავლობაში შეუძლია ბევრი ტოქსიკური ნივთირებისგან გაათავისუფლოს ჰაერი. ჩინური მარადმწვანე მცირე სინათლეშიც ყვავილობს.

Bamboo palm (ბამბუკის პალმა)

ეს პატარა პალმა ხარობს ჩრდილში, ხშირად ყვავილობს და გამოაქვს მცირე მარცვლები. საუკეთესოდ ფილტრავს  ბენზოლსა და ტრიქლოროეთილენს. კარგია, თუ ავეჯის გარშემო  განათავსებთ, რადგან ავეჯი შეიძლება გამოყოფდეს ფორმალდეჰიდს.

Heart leaf philodendron (გულის ფოთოლა ფილოდენდრონი)

ეს მცენარე ფილტრავს ჰაერს ყველა სახის დამაბინძურებლისგან, განსაკუთრებით კარგად ებრძვის ფორმალდეჰიდს. თუმცა, თუ სახლში ბავშვები არიან ან შინაური ცხოველები გყავთ, უმჯობესია სხვა მცენარეზე შეაჩეროთ არჩევანი, რადგან ფილოდენდრონის ფოთლები ტოქსიკურია საკვებად გამოყენების შემთხვებაში.

Peace lily (მშვიდობის შროშანი)

იმისთვის, რომ იხაროს და იყვავილოს, „მშვიდობის შროშანს“  ჩრდილი და ყოველკვირეული მორწყვა ჭირდება. იგი NASA-ს ტოპ სამეულში შედის როგორც ყველაზე გავრცელებული აალებადი ქიმიური საშუალებების მფილტრავი მცენარე.

ჩამოთვლილი მცანერეების დასახელებები შეიძლება განსხვავებული  იყოს საქართველოში, ამიტომ სურათები უკეთ დაგეხმარებათ ამოიცნოთ მცენარე.

აღსანიშნავია, რომ მცენარეებს ოთახის ყველა კუთხე არ უყვართ, ამიტომ, მიუხედავად რჩევებისა, ყურადღებით დააკვირდით მოსწონს თუ არა ის ადგილი მცენარეს, სადაც განათავსეთ.

გამოქვეყნების თარიღი: 23 იანვარი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები