ჩერი პომიდვრის სალათა მანგოთი
ჩერი პომიდვრის სალათა მანგოთი
ინგრედიენტები
250 გ ნაირფერი ჩერი
250 გ მინი კიტრი
1 მანგო
1 ავოკადო
ქინძის ფოთლები
½ ლაიმის წვენი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
ჩერი, ავოკადო და კიტრი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
მანგო გათალეთ და დაჭერით კუბებად.
დაჭრილი ბოსტნეული და მანგო მოათავსეთ განიერ ლანგარზე, მოაყარეთ მარილი, ქინძის ფოთლები და სურვილისამებრ ცხარე მწვანე წიწაკა.
მოასხით ზეთის და ლაიმის წვენის ნაზავი, აურიეთ და სალათა მზადაა!
მომზადების ეტაპები