კვერცხი თურქულად ჩერი პომიდვრით

  • 1
  • 15 წუთი
  • მარტივი

კვერცხი თურქულად ჩერი პომიდვრით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

2 კვერცხი

2-3 ტოტი ჩერი პომიდორი

150 გ ბერძნული იოგურტი

1 პატარა კბილი ნიორი

ოხრახუში და პიტნა

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

60 გ კარაქი

ჩილი წიწაკის ფანტელი, პაპრიკა გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და მოშუშეთ ჩერი პომიდვრები დაბალ ცეცხლზე, უნდა დარბილდეს და მოიბრაწოს, მოაყარეთ მარილი, პილპილი.

იოგურტს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მარილი. გაანაწილეთ თეფშზე.

ქვაბით აადუღეთ წყალი და ჩაასხით 1-2 ს/კ ძმარი, ძალიან დაბალ ცეცხლზე, კოვზით დაატრიალეთ წყალი ქვაბში და ამ მბრუნავ ჭავლში ჩააგდეთ კვერცხი, მოხარშეთ 3 ან 4 წუთი. ამოიღეთ და შეაშრეთ ხელსახოცზე. 

პომიდვრისავე ტაფაზე გააფიცხეთ პური. იქვე გაადნეთ კარაქი და მოაყარეთ ჩილის ფანტელები და პაპრიკა.

პომიდვრები და კვერცხი დაალაგეთ იოგურტზე, მოასხით ცხარე, დამდნარი კარაქი ტაფიდან, მოაყარეთ პიტნა ან ოხრახუში სურვილისამებრ. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები