„GlobalGAP“ სტანდარტი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე აღიარებული და გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია, რომელიც განკუთვნილია ისეთი პროდუქციის პირველადი წარმოებისთვის, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და ხორცის პროდუქტები. სტანდარტი იშიფრება როგორც სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკა და არეგულირებს სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის, გარემოს დაცვის, პერსონალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კვალიფიკაციისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა დაცვაც წარმოების პროცესში სავალდებულოა. სტანდარტის მიზანია მომხმარებელმა სოფლის მეურნეობის უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს.