ძაძიკის სოუსი მობრაწული ბულგარულით და ლავაშის ჩიფსით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
• შუშა კიტრი – 2 ცალი
• 1/2 ლიმონის წვენი
• ნიორი – 1 კბილი
• კამა – 10 გრ.
• ზეითუნის ზეთი – 20 მლ.
• მაწონი – 200 გრ.
• ლავაშის პური – 1 ფირფიტა
• მზესუმზირის ზეთი- 30 მლ.
• ორეგანო
• მარილი
მომზადების წესი:
ლავაშის პურები დაჭერით პატარა სამკუთხედებად, მოასხით ცოტაოდენი ზეთი, მოაყარეთ მარილი, ორეგანოს სუნელი და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოამზადეთ ძაძიკის სოუსი – გახეხეთ კიტრი და გადაწურეთ დოლბანდში, დაკეპილი ნიორი და კამა გადაურეთ მაწონში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და გაწურული გახეხილი კიტრი. მოათავსეთ ფიალაში, შემდეგ დაჭერით ბულგარული წიწაკა და გახურებულ ტაფაზე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან ერთად მობრაწეთ მაღალ ტემპერატურაზე, ასევე მობრაწოთ მწვანე ხახვის ძირები და ლიმონის ნაჭრები, შემდეგ მოათავსეთ დაფაზე – ძაძიკის სოუსი, მობრაწული ბოსტნეული და ლავაშის ჩიფსები.