ჭარხლის წვნიანი ქოქოსის რძით და ჯანჯაფილით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ჭარხალი – 3 ცალი, საშუალო ზომის
ხახვი – 50 გრ.
ნიორი – 1 კბილი
ჯანჯაფილი – 5 გრ.
ქოქოსის რძე – 120 მლ.
ქინძი – 20 გრ.
ზეთი – 40 მლ.
მარილი
ბექონდარა
წითელი დაღერღილი წიწაკა
მომზადების წესი:
პირველ რიგში მოხარშეთ ჭარხალი. ცალკე ქვაბში მობრაწეთ ხახვი და წვრილად დაკეპილი ნიორი. მოხარშულ ჭარხალს გააცალეთ კანი და დაჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი, ნიორი და ჭარხალი კარგად მოშუშეთ და შემდეგ დაასხით წყალი, დაამატეთ მარილი, გახეხილი ჯანჯაფილი, დაღერღილი წიწაკა და ბექონდარა. დაახლოებით 10 წუთი ადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან. როდესაც გაგრილდება კარგად დააბლენდერეთ, დაამატეთ ქოქოსის რძე და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. მიირთვით ცხელი.