ალუჩა პლანტას ასორტიმენტს სეზონურად, აპრილი-ივნისის პერიოდში ემატება.
ალუჩა არა მხოლოდ ძალიან გემრიელი და სასიამოვნო, არამედ ძალიან სასარგებლო ხილია. ის უხვად შეიცავს C, B და E ჯგუფის ვიტამინებს. ალუჩა ასევე დიდი ოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავას, რომელიც მას სასიამოვნო მჟავე გემოს აძლევს, მაგრამ, იმავდროულად, მაღალი მჟავიანობის გამო, ამ ხილის დიდი ოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები.