სად შევიძინოთ პლანტას პროდუქცია?
თბილისში პლანტას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგი სუპერმარკეტების ქსელებში: კარფური, გუდვილი, აგროჰაბი, ნიკორა, ევროპროდუქტი, სპარი და იოლი.
ბათუმში – გუდვილი, კარფური და აგროჰაბი.
საიდან მოდის პლანტას პროდუქცია?
პლანტას მწარმოებელი კომპანია “ქართული აგრო სახლი” თანამშრომლობს მოწინავე სათბურებთან და ფერმერებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის გარდაბანში, ყვარელში, მარნეულში, ბოლნისში და სხვა. პლანტას პროდუქციის ძირითადი ნაწილი გარდაბანში მდებარე სს “საქართველოს სათბურის კორპორაციის” მიერ იწარმოება, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდ და მოწინავე სათბურს წარმოადგენს.
რამდენად უსაფრთხოა პლანტას პროდუქცია?
პლანტას პროდუქცია უმკაცრეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. პროდუქცია არა გენმოდიფიცირებულია. პლანტას მწარმოებელი კომპანია “ქართული აგრო სახლი” ფლობს Natural Product-ის და საკვების უსაფრთხოების HACCP სერტიფიკატებს. ხოლო სს “საქართველოს სათბურის კორპორაცია”, სადაც პლანტას პროდუქციის ძირითადი ნაწილი მოდის, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის Global Gap-ის მფლობელია. პლანტას პროდუქცია რეგულარულად იგზავნება ბელგიაში და ლაბორატორია “ეუროფინს აგროს” მიერ მოწმდება. შედეგად პლანტას პროდუქცია საკვები პროდუქტების უვნებლობის უმკაცრესი სტრანდარტების შესატყვისია.
რითია განსხვავებული პლანტას შეფუთვა?
პლანტას შეფუთვა არა მხოლოდ მოხერხებულია, არამედ გამოირჩევა თავისი უმაღლესი ხარისხით. პლანტას შეფუთვაში მხოლოდ ევროპული მასალები გამოიყენება. ასევე, პლანტას შეფუთვის ტიპები განსხვავებულია მასში შეფუთული პროდუქციის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ბოსტნეულის თუ ხილის გემოვნური და სასარგებლო თვისებები.
რას ნიშნავს პრემიუმ ხარისხი?
გარდა იმისა, რომ პლანტას პროდუქცია იმთავითვე უმაღლესი ხარისხისაა, საწარმოში დამატებით პროდუქცია ირჩევა, კალიბრდება და სუფთავდება. შედეგად, პლანტა უმღალესი ხარისხის, სასარგებლო, გადარჩეულ და გასუფთავებულ ბოსტნეულს გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის მოხერხებულ შეფუთვაში, რომელიც ბოსტნეულს გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს დიდი ხნით უნარჩუნებს.
რა პროდუქცია შედის პლანტას ასორტიმენტში
პლანტას ასორტმენტში შედის: ათამდე სახეობის პომიდორი, სხვადასხვა სახეობის კიტრი, მათ შორის მინი კიტრი, ოთხი სახეობის ჩერი პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ვაშლი, ლიმონი, ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, ასევე სხვადასხვა ბოსტნეულის მიქსები.
დაგვიკავშირდით
თქვენი გამოხმაურება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვა თუ ნებისმიერი სხვა შეტყობინება და ჩვენ უმოკლეს ვადაში გიპასუხებთ ან დაგიკავშირდებით.