საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ისე – ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განიხილავს ისეთ საინვესტიციო მიმართულებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას. კერძოდ კი ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის სექტორები.