პენე გრილზე შემწვარი პომიდვრითა და მოცარელათი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
პომიდორი ჩერი ფერადი (მაჯინო, ოპერინო, სოლარინო) – 80 გრ.
მოცარელა – 60 გრ.
პენე პასტა – 150 გრ.
ნიორი -1 კბილი
წითელი წიწაკა – 1 ცალი
ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, მოვხარშოთ პენე, ადუღებულ მარილიან წყალში დასჭირდება 8-10 წუთი. პარალელურად, მსხვილად დაკეპილი ნიორი მოვბრაწოთ ზეითუნის ზეთში, ჩავაჭრათ დაჭრილი წითელი წიწაკა და, როდესაც მოიბრაწება, დავამატოთ ჩერი პომიდვრები. დავამატოთ მოხარშული პასტა პენე და თეფშზე ან ტაფაშივე მივაწყოთ ყველი მოცარელა.