ბროკოლი მოშუშულ თხილთან და ჩირეულთან ერთად
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ბროკოლი – 200 გრ.
მიწის თხილი – 30 გრ.
სოიოს სოუსი – 40 მლ.
თაფლი-10 გრ.
გარგრის ჩირი- 10 გრ.
ქლიავის ჩირი – 10 გრ.
დაღერღილი წიწაკა
მომზადების წესი:
პირველ რიგში, გაასუფთავეთ ბროკოლი და დაჭერით, შემდეგ გახურებულ ცხიმწასმულ ტაფაზე დაყარეთ და მოწალეთ, მოასხით სოიოს სოუსი, თაფლი, დაუმატეთ დაღერღილი წიწაკა, შემდეგ წვრილად დაკეპილი მიწის თხილი და ჩირეული. კარგად მოშუშეთ და გადმოიღეთ თეფშზე. სერვირება შეგიძლიათ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.